logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ქვემო ქართლში საჯარო კონსულტაციები გამართა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ქვემო ქართლში საჯარო კონსულტაციები გამართა
12:46 06.06.2018
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის თაობაზე საჯარო კონსულტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას.

საჯარო განხილვის პირველ ნაწილში კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მონაწილეებს გააცნეს კანონპროექტის და სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები, მეორე ნაწილი კი დისკუსიას და საჯარო კონსულტაციებს დაეთმო.

„კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დავგეგმეთ გასვლითი შეხვედრები და თითქმის ყველა რეგიონს მოვიცავთ, იმისთვის რომ ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, იყოს სრულყოფილი და ასახავდეს საზოგადოების განწყობას. თვითონ ის ფორმატი, რომ საჯარო განხილვები დაიწყო და მუხლობრივად მოხდება ყველა დეტალის გაანალიზება, მისასალმებელი და საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება გასათვალისწინებელია და სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის ინტერესი - რასაც ვაკეთებთ იყოს მოქალაქეების მიერ ინიცირებული და მათი აზრის ბოლომდე გათვალისწინება მოხდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის და ასევე მასობრივი სპორტის განვითარების და ხელმისაწვდომობის სტრატეგიის საჯარო განხილვები გვაქვს დაწყებული. ბოლნისში დღეს გამართულმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სადაც შედგა დეტალური მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე. ორივე პროექტზე გამოითქვა წინადადებები და საბოლოო დოკუმენტის შედგენისას, მათი ასახვა და გათვალისწინება მოხდება“, - აღნიშნა კულტურის და სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო კონსულტაციები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემოსვლამდე, დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა და მასში ფართო საზოგადოების მოსაზრებების ასახვა. ასევე, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.

საჯარო კონსულტაციები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კომიტეტი უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგად გამოთქმული მოსაზრებებს შეგროვებასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის განსახილველად წარდგენას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის