logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დაამტკიცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დაამტკიცა
19:49 05.06.2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ თავის ბოლო სხდომაზე, რომელიც დღე გაიმართა და რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა, დასკვნა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.



პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 7 მარტს შეიქმნა და რეგლამენტით განსაზღვრულ სამი თვეში დაასრულა მუშაობა.



საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ ჩაატარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს ანგარიშს ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, ანგარიშგებას წმინდა აქტივებში/კაპიტალში ცვლილებების შესახებ, ბიუჯეტის და ფაქტიური თანხების შედარების ანგარიშს და აგრეთვე მათთან დაკავშირებულ დანართებს.



დროებითმა კომისიამ, უფლებამოსილების ფარგლებში, მოწვეული სპეციალისტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიერ ჩატარებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შედეგად გაცემულია:



· დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე, ფინანსური ანგარიშგების ახსნა- განმარტებებით;

· დასკვნა შესაბამისობის აუდიტზე;

· ასევე შედგენილია ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციების შემოწმების შედეგებზე.



სამუშაო ჯგუფის წევრმა გელა მღებრიშვილმა სხდომის მონაწილეებს გაწეული საქმიანობის, ასევე წინა დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ახალი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, წინა კომისიამ გასცა სულ რვა რეკომენდაცია, რომელთაგან ძირითადად ყველა შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა ერთი რეკომენდაცია - კრედიტორული და დებიტორული დავალიანების ჩამოწერის შესახებ. მომხსენებლის განცხადებით, ჩამოწერილია ყველა დავალიანება, გარდა სახელფასო ნაწილისა, და შესაბამისად ეს საკითხი ახალ რეკომენდაციაშიც აისახა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინოს.



დროებითმა კომისიამ შემოწმების შედეგად გამოავლინა შეუსაბამობები სახელმწიფო შესყიდვებში და სხვა მოკლევადიან კერდიტორულ დავალიანებებში. თუმცა, როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობაში არსებითი ხასიათის შეცდომები არ ყოფილა, ასევე ხარვეზები და დარღვევები კანონმდებლობასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.



როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ფინანსური ანგარიშგება არის ნორმალური, შეესაბამება კანონმდებლობას და თანამედროვე სტანდარტებს, მართალია არის უმნიშვნელო ხარვეზები, მაგრამ ისინი აუცილებლად გამოსწორდება და ამის სამაგალითოდ შარშანდელი, საკმაოდ რთული რეკომენდაციების შესრულებაც გამოდგება.



პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დასკვნა მიღებულ იქნას კონსენსუსით, რადგან ყველა ქვეყანაში, როგორც წესი აუდიტთან მიმართებაში ცდილობენ, რომ ეს საკითხი რაიმე პოლიტიკურ თემას არ დაუკავშირდეს. „არსებულ ფორმატში ეს არის ჩვენი ბოლო სხდომა. ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უკვე წარმოდგენილია, აღარ ითვალისწინებს ასეთი კომისიის შექმნას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონკურსის შედეგად შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტი შეამოწმებს, რათა ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოება გამოირიცხოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.



დასასრულ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ კენჭისყრის შედეგად, დასკვნას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის დასკვნა პარლამენტს წარედგინება.



სხდომას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, მისი მოადგილეები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის