logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაზე „პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგისთვის“ ახალი რეგლამენტის პროექტის ინოვაციებზე ისაუბრა
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაზე „პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგისთვის“ ახალი რეგლამენტის პროექტის ინოვაციებზე ისაუბრა
19:41 05.06.2018
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი და მისი თანხვედრა პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა.



როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, გუშინ პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და მათი ექსპერტიზის გამოყენებით.



„ეს დოკუმენტი პარლამენტის საქმიანობას ყველა მიმართულებით გახდის ბევრად უფრო ხარისხიანს, მათ შორის საქმიანობის დაგეგმვის ანუ სამოქმედო გეგმების ანგარიშგების მექანიზმების შექმნის თვალსაზრისით და ასევე, საკანონმდებლო პროცესის კუთხითაც. რაც მთავარია, ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებული გვაქვს საზედამხედველო ფუნქციაზე. ამიტომ, ამ დოკუმენტის შექმნა ხელს შეუწყობს მთლიანად პარლამენტის და სხვადასხვა ერთეულების მუშაობას და მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნებისა და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე სიახლე გააცნო.



მისი თქმით, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება აუდიტის სამსახურის მიერ გამოგზავნილი ანგარიშების სისტემატურ რეჟიმში განხილვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შეიცვლება აუდიტის სამსხურის ანგარიშების შეფასების კონტექსტი, რაც მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანებისთვისაც რელევანტური იქნება.



თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საზედამხედველო კუთხით ძლიერდება როგორც კომიტეტების მანდატი და როლი, ასევე პლენარულ სხდომაზე ამ ფუნქციის განხორციელების ხარისხი.



„ჩვენ ფაქტობრივად არ გვექნება არც ერთი თვის ბოლო პარასკევი, როდესაც პარლამენტში არ გვეყოლება მთავრობის წარმომადგენელი და არ გვექნება პოლიტიკური დებატები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.



მისივე თქმით, ახლა რეგლამენტში გამოკვეთილია საკომიტეტო მოკვლევები, რომელიც ფაქტობრივად, ყველა კომიტეტისთვის იქნება ძალიან მწყობრი ინსტრუმენტი მათთვის საინტერესო თემებში უფრო სიღრმისეულად გარკვევისთვის. კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს თემატური მომხსენებლების ინსტრუმენტის შემოტანა.



თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტის პროექტით საკმაოდ ძლიერდება როგორც ღია მმართველობის საბჭოს, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს საზედამხედველო მანდატიც.



„რთული და კომპლექსური იყო ამ რეგლამენტზე მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ დოკუმენტზე შევჯერდით და დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის წევრები მას მხარს დაუჭერენ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის