logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუა: ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო განმტკიცდეს
დავით დონდუა: ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო განმტკიცდეს
20:35 04.06.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას, მოუსმინეს. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები და ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება. დავით დონდუამ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია არაღიარების პოლიტიკის კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„რუსეთი ყველანაირად ცდილობს 2008 წლის 26 აგვისტოდან, როდესაც მან აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობა, წარმოაჩინოს მათი პოლიტიკური სტატუსი, მოახდინოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, რათა ამით ერთგვარად გაამართლოს ის უკანონო ქმედებები, რომლებიც მან ჩაიდინა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კონტექსტში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოს საელჩოები, აქტიურად ვმუშაობთ როგორც არაბულ სამყაროსთან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, ასევე იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაგრძელდეს ისევე წარმატებულად, როგორც ეს აქამდე იყო. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად არიან ჩართული. ე.წ დომინოს ეფექტს, რომელზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, არ ველოდებით,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დაწყების წინ.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს, ამიტომ მის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არანაირი შედეგი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ მოყვება.

„სირია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ის არის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა. რაც შეეხება ასადის რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ამის ნიშნები იყო განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში და სწორედ მოსკოვის მეშვეობით ერთგვარად გაიმაგრა პოზიციები ბაშარ ალ ასადმა. ამის შემდეგ სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა ეღიარებინა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზოლირებული ხდებოდა ასადის რეჟიმი ცივილიზებული სამყაროსგან. სულ უფრო ნაკლები სიტყვა ეთქმოდათ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ერთადერთი ვინც იქ მართავდა სიტუაციას, ეს იყო კრემლი. მან თავისი შანტაჟის, პროვოკაციისა და ზეწოლის შედეგად ასადის რეჟიმს აღიარებინა ე.წ დამოუკიდებლობა, რასაც არანაირი შედეგი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ბუნებრივია, არ მოჰყვება.“ - განაცხადა დავით დონდუამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა