logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტები განსაზღვრა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტები განსაზღვრა
18:43 04.06.2018
„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კოლეგებს ინფორმაცია გააცნო იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის 31 მაისის გადაწყვეტილებით პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით შედგება 17 წევრისაგან და საპარლამენტო უმრავლესობას კომისიაში არ ექნება უმრავლესობა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად კვოტები გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი;

2. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი;

3. ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ – 1 წევრი;

4. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ – 1 წევრი;

5. ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ – 1 წევრი;

6. ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ – 1 წევრი;

7. ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ – 1 წევრი;

8. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ – 1 წევრი;

9. ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 4 წევრი;

10. ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ – 1 წევრი;

11. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ – 1 წევრი;

12. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“- 1 წევრი;

13 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 1 წევრი;

14. პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში- 1 წევრი.

კომისიის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი.

გიორგი კახიანის თქმით, საკითხი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ასევე ბიურო განსაზღვრავს ფრაქციების მიერ კანდიდატების წარდგენის ვადას. ბიუროს მიერ საკითხის დამტკიცების შემდეგ დადგება მეორე ეტაპი, როდესაც გაირკვევა რომელი ფრაქცია როგორ გამოიყენებს საკუთარ კვოტებს.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭრა მხარი განხილულ საკითხს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა