logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
პარლამენტში საქართველოს არაღიარების პოლიტიკის თემაზე გამართულ სხდომაზე დავით დონდუას მოუსმინეს
პარლამენტში საქართველოს არაღიარების პოლიტიკის თემაზე გამართულ სხდომაზე დავით დონდუას მოუსმინეს
18:40 04.06.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი მოსმენა გაიმართა თემაზე „საქართველოს არაღიარების პოლიტიკა“. დახურულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით დონდუამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს გააცნო. მისი განცხადებით, არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების საკითხზე.

„სხდომაზე ძალიან საინტერესო და სიღრმისეული მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელიც არაღიარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ხორციელდება. ეს მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის რუსეთის დახმარებით საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობების პრევენცია და მათზე რეაგირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაძლიერება არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ამ მიმართულებით დროულად მოხდეს ყველა საფრთხის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება. შევთანხმდით, რომ მომავალში კიდევ უფრო კოორდინირებულად და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უფრო მეტი შედეგის მისაღწევად და რეგულარულ სახეს მივცემთ მოსმენებს ამ საკითხთან დაკავშირებით“- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან