logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი კახიანი: პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აქვს
გიორგი კახიანი: პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აქვს
17:57 04.06.2018
სემინარზე „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საპარლამენტო ინიციატივას მდგრადი განვითარების მიზნებისათვის (SDGs), საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ .

„პარლამენტის შესაძლებლობების შეფასება მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით: საპარლამენტო მექანიზმები“, - აღნიშნული პანელს ფასილიტაციას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი უწევდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო მექანიზმების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, პარლამენტს ისეთივე წარმატებები ექნება მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, როგორიც ჰქონდა და აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში. მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„პარლამენტმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ეს პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, ქმედითი, ეფექტური. თუ როგორ ვიმოქმედოთ, რა მექანიზმები ავამოქმედოთ, რა მიმართულებით ვიმუშაოთ, დღეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იმისათვის, რომ სწორი წარმოდგენა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნებზე. მისივე განცხადებით, კანონშემოქმედებითი პროცესით პარლამენტმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში.

„ეს მიზნები ფართოა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია პარლამენტის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სიახლეები შეიძლება შემოვიტანოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საპარლამენტო მექანიზმებზე საუბრისას, კახიანმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე.

„ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც გარკვეული სიახლეები უნდა შემოვიტანოთ. ჩვენ დღეს ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე. ფაქტიურად პროექტი უკვე შემუშავებულია და მალე ცნობილი გახდება. მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ პარლამენტის საკონტროლო საქმიანობა, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა . საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ჩვენ სრულიად ახალი სტანდარტები უნდა დავგეგმოთ ამ ურთიერთობებისათვის. ახალი რეგულაციები, რომელიც იქნება შემოთავაზებული, საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სემინარის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU)მხარდაჭერით.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის