ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს
ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს
14:31 01.06.2018
საქართველოს საელჩომ ქ. ათენის ბიზანტიურ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას უმასპინძლა.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გეორგიოს აკრიოტისმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტერენს-ნიკოლაუს ქვიქმა.

ღონისძიების ფარგლებში ქართულმა საეკლესიო გუნდმა შეასრულა ქართული საგალობლები. სტუმრებს დაურიგდათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ბროშურები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა.

მიღებას ესწრებოდნენ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გენერალური პროკურორი ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუ, საბერძნეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნეს სექტორის, მას–მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.


ბეჭდვა