logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით
გიორგი კვირიკაშვილი: მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით
01:22 01.06.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეს ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს.

ეს განცხადება პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში - მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

მე ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და ამ შემთხვევაში კარგიც იქნება, რომ უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იყოს უმცირესობა. კომისია მუშაობას დაიწყებს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.

მესამე საკითხი გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი. ვფიქრობ, ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და უკვე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი მთავარი პროკურორის პიროვნულ რეპუტაციასა და პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს.

ასევე მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური.

პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე - პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან.

ასევე მინდა, ბოლოს ის ვთქვა, რომ მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადაში გავცეთ პასუხი და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ"-განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა