logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ეს არის სრულიად ამორალური ქმედება, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის თუ სპეკულაციებისთვის ასეთი საქმის გამოყენება
ირაკლი კობახიძე: ეს არის სრულიად ამორალური ქმედება, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის თუ სპეკულაციებისთვის ასეთი საქმის გამოყენება
22:04 31.05.2018
„ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია, ეს არის ჩვენი ამოცანა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელმა დისკუსიამ, მათ შორის, ოპოზიციის გამოსვლებმა, დაადასტურა, რომ კომისია პოლიტიზებული იქნება.

„პოლიტიზებული ყველა შემთხვევაში იქნება კომისია. ეს დაადასტურა დღევანდელმა დისკუსიამაც, მათ შორის ოპოზიციის გამოსვლებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქ საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების მკვლელობასთან. ამის ხელოვნურად პოლიტიზება არის ამორალური ქმედება და ჩვენ ვიხილეთ ამის სრულიად ცხადი ნიშნები, რაზეც მეც მქონდა დღეს საუბარი. ეს არის სრულიად ამორალური ქმედება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ხდება პოლიტიკური ქულების დაწერისთვის თუ სპეკულაციებისთვის ასეთი საქმის გამოყენება, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია. ეს არის ჩვენი ამოცანა“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური კულტურის და მორალური ეთიკური სტანდარტების სათანადო დონეს ვერ ავლენს.

„პოლიტიზებას, კიდევ ერთხელ, თავიდან ვერ ავიცილებთ ვერანაირად ამ საქმის. ეს არის შეუძლებელი, სამწუხაროდ. სამწუხაროდ, აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ავლენს პოლიტიკური კულტურის და მორალური, ეთიკური სტანდარტების, ასე ვთქვათ, სათანადო დონეს. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ აქციაზე დგანან სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები. ესენი არიან, თავში - მიხეილ სააკაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჯერ სანდრო გირგვლიანი, შემდეგ ირინა ენუქიძე. ფუთავდნენ ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანურად, მორალურად, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ეს ადამიანები დღეს მიდიან აქციაზე და პოზიციებს აფიქსირებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩანს იმის ნიშნები, რომ ეს ადამიანები გირგვლიანის, ენუქიძის და სხვა მრავალი ადამიანების მკვლელები ცდილობენ დომინირებას ამ პროცესებზე. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ, დაეშვან მიწაზე. ეს არის ჩემი მოწოდება. მათ არ გაუვათ ეს ყველაფერი. ვერანაირ ტრაგედიას და მითუმეტეს ბავშვების ტრაგედიას, ისინი ვერ გამოიყენებენ ამორალურად პოლიტიკური ქულების დაწერისათვის. ეს არის გამორიცხული. ამის საშუალებას მათ არ მისცემს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა