logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მიღებული გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძემ აჩვენა ხელისუფლებაში ჩამოყალიბებული მაღალი სტანდარტი
ირაკლი კობახიძე: მიღებული გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძემ აჩვენა ხელისუფლებაში ჩამოყალიბებული მაღალი სტანდარტი
21:41 31.05.2018
„მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როდესაც რაიმე დანაშაული ან რაიმე გადაცდომა არის დამტკიცებული მის მიმართ, არამედ გადადგა იმ პირობებში, როდესაც გაჩნდა გარკვეული ეჭვი, გარკვეული ხარვეზების შესახებ, გადაცდომების შესახებ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ საქმესთან - ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი შოთაძის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვებას.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი სტანდარტი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძეს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძემ ხელისუფლებაში ჩამოყალიბებული საერთო სტანდარტი კიდევ ერთხელ აჩვენა.



„დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ძალიან მაღალი სტანდარტი, ეს სტანდარტი არის შეცვლილი საქართველოში 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რა სტანდარტით მოქმედებდა წინა ხელისუფლება 2012 წლამდე, როდესაც მათ, ერთიანი შეთქმულებით, მოკლეს სანდრო გირგვლიანი, შემდეგ მოკლეს ირინა ენუქიძე და ამ უბინძურესი დანაშაულის დაფარვაში იყო ჩართული მთელი მაშინდელი ხელისუფლება. ეს იყო მაშინდელი სტანდარტი. დღევანდელი სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება იღებს უმაღლეს პასუხისმგებლობას და თქვენ ნახეთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როდესაც რაიმე დანაშაული ან რაიმე გადაცდომა არის დამტკიცებული მის მიმართ, არამედ გადადგა იმ პირობებში, როდესაც გაჩნდა გარკვეული ეჭვი, გარკვეული ხარვეზების შესახებ, გადაცდომების შესახებ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ საქმესთან. ეჭვი გახდა გადადგომის საფუძველი. ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. მე მინდა, ირაკლი შოთაძეს გადავუხადო მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის და ამ გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძემ, კიდევ ერთხელ, აჩვენა ის საერთო სტანდარტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხელისუფლებაში. ეს არის საერთო სურათი“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.



მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება და მთავარი ამოცანა ამ საქმესთან დაკავშირებით სამართლის აღსრულებაა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი სამართლის აღსრულებაა და საქართველოს პარლამენტი ამისთვის ყველა შესაბამის ზომას მიიღებს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი სუბიექტური ინტერესი ჩვენ ამ სისხლის სამართლის საქმესთან, ბუნებრივია არ გვაქვს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ აქვს. ესეც არის განსხვავება ჩვენი წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან. არავითარი სუბიექტური ინტერესი აქ არ არის. ერთადერთი, სუბიექტური და ობიექტური ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სამართალი აღსრულდეს. ამისთვის საქართველოს პარლამენტი მიიღებს ყველა შესაბამის ზომას და ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ შეგვიძლია, ჩავერთოთ საგამოძიებო კომისიით ამ საქმის განხილვაში, დეტალების გარკვევაში და კომისია იქნება აუცილებლად ეფექტიანი და დაიდება შესაბამისი დასკვნები და გარდა ამისა, ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ იქნება სათანადოდ მიყვანილი ეს საქმე ბოლომდე, რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.



„დღევანდელი მოსამართლის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. ცხადია, რომ როდესაც ორი ადამიანი, ორი არასრულწლოვანი არის მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება მხოლოდ დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში-მცდელობაზე, აშკარაა, რომ არსებობს ხარვეზი. ეს ხარვეზი შეიძლება იყოს მოსამართლის ხარვეზი, ან პროკურატურის მიერ მომზადებული საქმის ხარვეზი. არის ორი ვარიანტი. ჩვენი ამოცანაა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ვისმა ხარვეზმა განაპირობა ეს განაჩენი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს. არის კითხვის ნიშნები და ჩვენი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გაეცეს პასუხი. ჩვენ ვმოქმედებთ უმაღლესი სტანდარტით, და პარლამენტი, კონკრეტულად, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სათანადოდ გამოვიძიოთ საქმე“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე შეფასებით, დღეს, დეტალებზე საუბარი არასწორია და საქმესთან დაკავშირებით პარლამენტი საკუთარ პოზიციას საგამოძიებო კომისიის ფორმატში მუშაობის შემდეგ ჩამოიყალიბებს.



„მე რომ შევიდე დღეს დეტალებში, იქნება არასწორი, ბუნებრივია არის კომპლექსური საქმე, უამრავი დეტალია, უამრავი მტკიცებულებაა. უამრავი სირთულე ახლდა თან ამ საქმის გამოძიებას. შესაბამისად, ჩემი მხრიდან, არ იქნება დღეს სერიოზული, ამ საქმის დეტალებში შესვლა. ჩვენ გვექნება საშუალება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში, გავეცნოთ დეტალებს, ექსპერტების დასკვნებს, გავეცნოთ იმას, თუ როგორი ჩვენებებია მიცემული ამ საქმესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამის საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ, რომ პარლამენტმა ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებით და გამოიტანოს დასკვნა საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ უმაღლესი სტანდარტით. ამოცანა არის სამართლის აღსრულება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მხოლოდ სიმართლის გარკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ თანამდებობის პირის კონკრეტული ქმედებების შეფასება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის