logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძეს თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა
აკაკი ზოიძეს თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა
17:26 31.05.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მას თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს“ ყველაზე თვალსაჩინო ინსტიტუტებს და მოღვაწეებს აჯილდოებს, რომელთაც წვლილი შეიტანეს თამბაქოს კონტროლის სფეროში.

ევროპის 53 წევრ ქვეყანაზე მხოლოდ 6 ჯილდო გაიცა და მათ შორის არის საქართველო.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ხელისუფლებას და ყველა პარტნიორს, წარმატება მიულოცა ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

„თამბაქოსაგან თავისუფალი მსოფლიო დღე, პირველადი დანიშნულების გარდა, მთელ მსოფლიოში აღინიშნება იმისთვისაც, რომ გამოვკვეთოთ და მივულოცოთ იმ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების თამბაქოსგან გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 53 წევრ ქვეყანაში მხოლოდ 6 ასეთ ჯილდოს გასცემს და მათ შორის არის საქართველო. თქვენ, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ დიდი საქმისთვის, რისთვისაც ყოველი თქვენგანი იმსახურებთ მადლობას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ერთი ჯილდოს გადაცემა შეგვიძლია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხმა კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ამ კანონის მიღებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. სწორედ, მისი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს აქვს ასეთი ყოვლისმომცველი კანონი, ყოველწლიურად, 31 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს. 2018 წელს, ამ დღის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც არეგულირებს და გარკვეულწილად კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებასა და სპონსორობას“, - განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა, მარიან ივანუშამ.

„ეს ჯილდო, თანაბრად ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, ვინც თავისი კარიერა, ცხოვრებისეული მიზნები ჩადო იმ ძალიან კეთილშობილურ იდეაში რასაც ჰქვია - „2040 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი საქართველო“. ამის აღსრულება არის საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე დამოკიდებული. ეს არის კანონი, რომელიც მოითხოვს სოლიდარობას მწეველ და არამწეველ მოქალაქეებს შორის. ჩვენ თუ განვახორციელეთ ყველა ის ღონისძიება, რისთვისაც აღმასრულებელი ხელისუფლება რეალურად არის კონცენტრირებული და კვლავაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა, მომავალი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 53 ათას ადამიანს ნაადრევი სიკვდილისაგან და 3,6 მლრდ ლარის სარგებელს მოვუტანთ ქვეყანას. ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, ეს არის ბრძოლის დასაწყისი. ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კანონის დანერგვის მიმდინარე პროცესზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობასა და მთვრობის მხრიდან სწორი კომუნიკაციის წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„იმისთვის, რომ ეს კანონი ეფექტურად მუშაობდეს, აუცილებელია მისი მთავარი მამოძრავებელი ძალის - საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და იმის გააზრება, რომ ამ კანონის დაცვა აუცილებელია. ვერცერთი მონიტორი ვერ შეასრულებს ამ ფუნქციას ისე, როგორც საზოგადოება. თამბაქოსგან თავისუფალი საერთაშორისო დღე კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ იმ პოტენციურ ზიანებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოხმარების ისე გაგრძელებამ როგორც ეს მაისამდე იყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

2018 წელს, ამ დღის ძირითადი გზავნილია - „თამბაქო ამსხვრევს გულებს“, იმ გამანადგურებელი ეფექტის ხაზგასასმელად, რომელიც თამბაქოს ზოგადად გააჩნია და განსაკუთრებით კი, გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2018 წლის კამპანიის მიზნებია:

· ხაზი გაესვას თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს

· საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის უარყოფითი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე

· შეიქმნას შესაძლებლობები საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის და სხვა მხარეებისთვის, რათა პოპულარიზაცია გაუწიონ გულის სიჯანსაღეს თამბაქოს პროდუქტების გამოყენებისგან ადამიანების დაცვით

· მოხდეს ქვეყნების სტიმულირება ჯანმო-ს FCTC MPOWER ზომების დანერგვის გასაძლიერებლად.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა