logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ლევან გოგიჩაიშვილი: IRI-ს არ აქვს კითხვებზე პასუხი, ისინი ვერ ხსნიან იმ აბსოლუტურად არაადეკვატურ ლოგიკას, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს
ლევან გოგიჩაიშვილი: IRI-ს არ აქვს კითხვებზე პასუხი, ისინი ვერ ხსნიან იმ აბსოლუტურად არაადეკვატურ ლოგიკას, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს
13:49 31.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, IRI-ს არ აქვს კითხვებზე პასუხი და ისინი ვერ ხსნიან იმ არაადეკვატურ ლოგიკას, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს და ნელ ნელა კიდევ გამოაქვეყნებენ.
ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„როგორ იხსნება, თუ როგორ შეიძლება ადამიანს უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეს იმ პოლიციის მიმართ, რომელიც მისი მაწამებელია, რეპრესიულია და იმ პოლიციის მიმართ ნაკლები ნდობა ჰქონდეს, რომელიც უფრო ადამიანურია და უფრო კვალიფიციურია.



როგორ შეიძლება იმ პროკურატურის მიმართ ჰქონდეს ნდობა, რომელიც ადამიანებს ერთი საბრალდებო დასკვნით და არანაირი მტკიცებულებით ციხეში უშვებს და როგორ შეიძლება იმ სასამართლოს მიმართ ნდობა იყოს, რომელიც საერთოდ არ კითხულობს არანაირ მტკიცებულებებს და ისე უშვებდა ციხეში და დღეს, როდესაც გაცილებით მაღალი სტანდარტია, იმის მიმართ ნაკლები ნდობა იყოს.



იმ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა ჰქონდათ, რომელიც აყალბებდა არჩევნებს და ამ საარჩევნო კომისიის მიმართ, რომლის მიმართ არც ერთ დასავლურ ინსტიტუციას პრეტენზია არ აქვს, ნაკლები ნდობა იყოს.



როგორ შეიძლება იმ პოლიტიკოსებს უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეთ, რომლებმაც გუშინ არჩევნები წააგეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. აქ ლოგიკა არ არსებობს!“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.



მისი თქმით, არ არის სწორი ამ ორგანიზაციების ასეთი ქცევა, რადგანაც ეს აჩენს უნდობლობას იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელიც მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.



„ამ ორგანიზაციებმა ამოწურეს საკუთარი თავი ამ მიმართულებით. ეს არის ის ტექნოლოგია, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ამოიწურა. ეს არის ინერციით წასული ორგანიზაციები და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციაშია, სუბიექტურია და მაგალითად, ვანო მერაბიშვილი უფრო მოწონს როგორც პოლიტიკოსი, ვიდრე ვთქვათ, გიორგი კვირიკაშვილი. ეს ადამიანები არიან სუბიექტურები. ჩვენ ამაში ვხედავთ სუბიექტივიზმს. არ არის სწორი ამ ორგანიზაციების ასეთი ქცევა, იმიტომ, რომ ეს აჩენს უნდობლობას იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აჩენს უნდობლობას საზოგადოებაში ამერიკული და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ დამოკიდებულებას და როდესაც IRI გეუბნება, რომ ქართველ ხალხს უფრო მოსწონს ვანო მერაბიშვილი, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი და ამას აკეთებს ამერიკელი ხალხის სახელით, ეს არის პრობლემა. ამიტომ, პრობლემის სათავე არის ეს ხალხი“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თუ ეს ორგანიზაციები არ შეცვლიან სტილს, გამოვა, რომ ისინი გადაიქცნენ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესის სფეროდ იმისათვის, რომ არჩევნების მერე შეიქმნას გარკვეული ფონი.



„მათ ამოწურეს საკუთრი თავი. ამოწურა IRI-მ, NDI-მ. თუ ისინი არ შეცვლიან სტილს, გამოდის, რომ ისინი გადაიქცნენ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესის სფეროდ. რომ გამოვიდეს, IRI-მ, თქვას, შემდეგ რუსთავი-2-მა გააკეთოს სიუჟეტი, შემდეგ რომან გოცირიძემ გვეძახოს რომ პროდასავლური პარტიები უფრო მეტია ჯამურად ვიდრე „ქართული ოცნება“ და არჩევნების მერე შექმნან ფონი. ეს არ გამოუვათ. ეს ტექნოლოგია გავლილია ამ ქვეყანაში. ეს არის წინასწარ ჩაგდებული კოვზი ნაცარში. რა დასავლური, ამ პარტიებმა 9 წლის განმავლობაში ადამიანებს სული ამოხადეს პირდაპირი მნიშვნელობით. რაში გამოიხატება მათი პროდასავლურობა. როგორ შეიძლება ვთქვათ, გიორგი კვირიკაშვილზე მეტი რეიტინგი ჰქონდეს დათო ბაქრაძეს, რომელმაც, სამი თვის წინ, არჩევნები წააგო. მეოთხე ადგილზე გავიდა. ლოგიკა სადაა?“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ეს არის ტექნოლოგია, რომლის მიზანია, ტექნოლოგიური მანიპულაციებით შექმნან განწყობები და ამაში უკვე არის ჩართული ეს ორგანიზაციები. მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც ფიქრობს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებაზე, უნდა გადახედონ ამ პოლიტიკას, რამდენად ადეკვატურია მათი წარმომადგენლობები ამ ორგანიზაციების სახით ამ ქვეყანაში.


„ეს არის ტექნოლოგია და სამწუხაროდ ეს ორგანიზაციები უკვე ჩართულია ამაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემა. სერიოზული პრობლემა და იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებაზე, მგონია, რომ უნდა გადახედონ ამ პოლიტიკას, რამდენად ადეკვატურია მათი წარმომადგენლობები ამ ორგანიზაციების სახით ამ ქვეყანაში. კვლევებს ატარებენ ის ადამიანები, ვინც აქ არიან. მათ აქვთ დაფინასება და ატარებენ ამ კვლევებს, რომლებიც არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ტექნოლოგიური მანიპულაციებით შექმნან განწყობები. ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ეს არის წარსული და პირიქით, აღიზიანებს ხალხს მათი ასეთი დამოკიდებულება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩვენი საზოგადოების განწყობებზე. თეორიულად შესაძლებელია ამან დააზიანოს გარკვეული ურთიერთობები, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან საფრთხილო და ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები ზუსტად იგივე ტექნოლოგიებით მუშაობენ, როგორც მუშაობდნენ 15 წლის წინ საქართველოში და სხვა ქვეყნებში. გავიზარდეთ უკვე!



სათაო ოფისებში ძალიან კარგად იციან ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია. მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ვამბობთ რასთან გვაქვს საქმე და ეს არის მანიპულირება ადამიანების აზრით, ეს არის გაყალბება, ეს არის მცდელობა შფოთის შემოტანის. რა თქმა უნდა, ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს.


ეს არის უხერხულობის შემქმნელი და თუ თვითონ ამ უხერხულობას ვერ გრძნობენ, ეს მათი პრობლემაა. ეს არის ჩვენი შეფასება, ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, საზოგადოებამდე თუ რასთან გვაქვს საქმე და თავიანთ რეპუტაციაზე თვითონ იზრუნონ. დღეს IRI-ს, NDI-ს ნდობა ძალიან დაბალია და ეს გააკეთეს მათ თავისი არაადეკვატური შეფასებებით“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის