logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა
20:08 28.05.2018
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი თანმდევ 27 კანონპროექტთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარადგინა.



მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმას. „2017 წლის დეკემბერში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ვალდებულება იყო აღებული, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეგულირებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადებულიყო და კომიტეტს განსახილველად დღეს, სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


კანონპროექტის მიზანია, სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ, აუცილებელი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონის - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება, რაც ემსახურება ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას.


„პროექტის თანახმად, საუბარია როგორც ინსტიტუციურ ცვლილებებზე ასევე, გარკვეულ ნოვაციებზე. პროექტი მოიცავს რამდენიმე ისეთ ტექნიკურ საკითხსაც რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ამ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. ცვლილებების მიხედვით გადავდივართ მართვის უფრო მარტივ მოდელზე. კერძოდ, არსებული ხუთდონიანი სისტემიდან გადავდივართ ორდონიან სისტემაზე, რომელიც უფრო ამარტივებს, როგორც შეფასების ასევე, გადაწყვეტილების მიღების და ოპერაციების მართვის შესაძლებლობებს. ასევე, დაგეგმვის და მზადყოფნის ეტაპზე ბევრად უფრო ეფექტურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მზად ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.



კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.


როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტით აგრეთვე, წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. სიახლეა, რომ შემოდის მართვის გამარტივებული სისტემა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით, იქმნება მოხალისეთა სისტემა, არსებითად იცვლება ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა, ახლებურად რეგულირდება საგანგებო სიტუაციების კატეგორიები და სხვა.


კანონპროექტით უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი - პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.



მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტში დეტალურად არის გაწერილი საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის და მიღების ორგანიზების საკითხი. პროექტით, განსაზღვრულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის როლი და პროცედურა.



„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მომზადებამ განაპირობა რიგ კანონებში ცვლილებების განხორციელების საჭიროება, მათ შორის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში.



ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - ექნება უფლება თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.



კანონპროექტების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.


კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. როგორც აღინიშნა, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში იწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რაშიც პარლამენტი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის