logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაში- „2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია“   მონაწილეობა მიიღო
მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაში- „2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია“ მონაწილეობა მიიღო
16:58 28.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია", რომელსაც საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა.

"მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს წამყვანი ადგილი უკავია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია გაერო-ს წევრებს შორის, რომელმაც მოახდინა მიზნების ნაციონალიზაცია და იგი ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებს დაუკავშირა. მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში საქართველომ პრიორიტეტად დაისახა თითოეულ მოქალაქეზე ფოკუსირებული პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა"- განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან, რაც საქართველოს მთავრობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. "ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავრობის წარმატებები აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ევროკავშირის მიერ საქართველო სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად შერჩეული იქნა ინიციატივის - "Gოოდ Hუმან ღიგჰტს შტორიეს" ფარგლებში, სადაც საქართველომ გატარებული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ცოდნა უნდა გაუზიაროს პარტნიორებს." - აღნიშნა მან.

ჯანელიძის განცხადებით გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს თვისობრივ ცვლილებებს ქვეყნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ამაღლებას.

მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მასშტაბით საქართველოს ჩართულობაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში.

"მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებაა, რომ 2017 წელს ჩვენი ქვეყანა გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე. საქართველოს, როგორც თავმჯდომარის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ინიციატივის წევრ ქვეყნებში მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობაა. უპირველეს ყოვლისა ფოკუსი კეთდება მე-16 მიზანზე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წელს, 17-19 ივნისს საქართველო, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს თბილისში."-განაცხადა მინისტრმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

"სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც იზოლაციაში მყოფნი გამიჯნულები არიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისაგან. დღეისთვის, 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და თავისუფლებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, წამებასა და მკვლელობას." - აღნიშნა ჯანელიძემ, რომლის განცხადებითაც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა სწორედ იმას ემსახურება, რომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებით მიღწეული კეთილდღეობა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის