პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე ლატვიაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე ლატვიაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
18:20 26.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლატვიაში საქართველოს საელჩომ, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სპეციალური კარავი მოაწყო, სადაც საინფორმაციო მასალა, ქართული კერძები, ღვინო, და მინერალური წყალი გამოიფინა.
ქალაქ იურმალას მერი და ვიცე მერი ქართულ კარავს საპატიო სტუმრების რანგში ეწვივნენ. იურმალას მერმა საიუბილეო თარიღი საქართველოს ვიდეო მიმართვით მიულოცა.
სტუმრებისათვის მოეწყო საქართველოს შესახებ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საელჩოს თანამშრომლებს 100 წლის იუბილის აღმნიშვნელი ლოგოთი დამშვენებული მაისურები ეცვათ. ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან ერთად, მათ მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ იურმალას მარშში. ქართულ კარავთან შეკრებილ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ურიგდებოდათ თეთრი და წითელი ბუშტები და ჭიქები საიუბილეო ლოგოთი.
იმავე დღეს, ქალაქ რიგაში საქართველოს საელჩოს შენობის წინ, განთავსდა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიცია - საქართველოს ეროვნული დროშადა ციფრი 100.

ბეჭდვა