logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში დიპლომატიის მუზეუმი გაიხსნება
საქართველოში დიპლომატიის მუზეუმი გაიხსნება
18:19 26.05.2018
“ჩვენი მიზანია, რომ დავაარსოთ ქართული დიპლომატიის მუზეუმი, სადაც იქნება წარმოჩენილი ყველა ის მიღწევა და ქმედება, რომელიც გადაიდგა ქართული დიპლომატიის მიერ და რომელმაც მოიტანა დღევანდელი დღე, მოიტანა თავისუფალი საქართველო, საქართველო, რომელიც არის დასავლური სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიბრძვით ნათელი მომავლისთვის და ამას ვაკეთებთ ჩვენი ისტორიიის კარგად გააზრებით. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი გამოფენა” - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოფენაზე დიპლომატიის მუზეუმის დაარსება დააანონსა.

მინისტრმა გამოფენა-მუზეუმის დამთვარიელებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველო ერთგული დარჩა ევროპული კურსის, რომელიც 100 წლის წინ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აირჩია.

“მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, 100 წლის წინ 26 მაისს ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს, ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი დღესაც არის ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება როგორც ევროპის ნაწილისა. სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ვართ ძალიან ახლოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრის მიერ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით საქართველოს არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ნატო-სთან როგორც დღეს. მინისტრის თქმით სწორეს ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი, საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი კეთილდღეობა და ახალი თაობებისთვის ნათელი მომავალი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის