logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ოჯახში საქართველო დღეს ლიდერია
პრემიერი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ოჯახში საქართველო დღეს ლიდერია
18:02 26.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

ეს განცხადება პრემიერმა პარლამენტში გამართულ მრგვალი მაგიდის მონაწილეებისთვის მიმართვის დროს გააკეთა.

„განვლილი საუკუნეების მსგავსად, უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა იოლი საქართველოსთვის, სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით. ჩვენმა ქვეყანამ, უდიდესი მსხვერპლის ფასად შეძლო, 1991 წლის 31 მარტს აღედგინა დამოუკიდებლობა და შემდგომ უკვე 26 მაისს, ჩვენ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალი ტრაექტორია, რომელიც ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს.
ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში რა თქმა უნდა, არაერთი ბრძოლაა შემორჩენილი, თუმცა განსაკუთრებული იყო 1918 წლის 26 მაისი, როდესაც 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მის გამოსვლაში აღნიშნავდა:

„აქტი 26 მაისისა არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, აქტი მოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის, ან პარტიის მიერ. არა, ბატონებო, ეს აქტი იყო ისტორიულ აუცილებლობისა და ხალხის გულიდან ამოხეთქილი. ამ აქტით საქართველო გადაურჩა განადგურებას... დღეს ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ევროპულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ. ჩვენ ჩვენის ნებით არ გადაუხვევთ“.

ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი სიტყვებია ჭეშმარიტად, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, 100 წლის წინ გამოხატავდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველომ იმ სამი წლის განმავლობაში შეძლო, მიეღო ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, დაეფუძნებინა პარლამენტი რომელიც სქესის, ეროვნების, სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აძლევდა უნივერსალურ საარჩევნო ხმას ყველა მოქალაქეს, რომლის საფუძველზე შედგა პირველი პარლამენტი და ასევე, თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ჰარმონიულად შეისისხლხორცა ევროპული დემოკრატიული ფასეულობები და მრავალწლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, ამ ღირებულებების გამტარებელი დარჩა“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღესაც საქართველო ევროპული ფასეულობების ერთგულია. დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა თუ ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველო დღეს ლიდერი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ოჯახში.

„ქვეყანა აგრძელებს სვლას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ეს მიზნები გახდა ქვეყნის რეალური ტრანსფორმაციის საფუძველი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესმა ხელი შეუწყო თითქმის ყველა სფეროს განვითარებას და შესაბამისად, ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტებმა მთლიანად განსაზღვრა იმ რეფორმების ბუნება რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ასე ინტენსიურად ახორციელებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გამოწვევა არსებობს, 21-ე საუკუნის საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხებად იქცა გლობალური უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და არაერთი გამოწვევა, მათ შორის ჩვენს რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული წევრი ამ გამოწვევებთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც არაერთმა ქვეყანამ, საქართველომაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო წლების განმავლობაში ამ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში.

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს.
მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება ძალიან აფასებს. ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური კეთილდღეობის დღითიდღე მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას ყოველდღიურ რეჟიმში არაერთი მიმართულებით ძალიან ინტენსიურად ვახორციელებთ.
ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების, ტერორიზმის, რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ასეთი გამოწვევების დამარცხება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით. 2018 წელი ჩვენ ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოვაცხადეთ, რათა მოსახლეობა იყოს მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე და შემოქმედი“-აცხადებს პრემიერი.

კვირიკაშვილის განცხადებითვე, მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.
„სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია, კონკრეტულად ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება, ნატოში გაწევრიანება, ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, აშშ-თან საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა, ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცივილიზებულ სამყაროში იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია და რასაც ჩვენ ღირსეულად ვართმევთ თავს.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი.
დიდი მადლობა, მეგობრებო დღეს აქ ყოფნისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიხარულს. თქვენ ნახეთ, რამხელა მასშტაბი აქვს ამ დღის აღნიშვნას საქართველოში. ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ სიცხისა და ცოტა ძნელად გასაძლები კლიმატური პირობების მიუხედავად“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის