logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე რუმინელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე რუმინელ კოლეგას შეხვდა
17:00 26.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძ ე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში რუმინეთის ვიცე-პრემიერს ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. რუმინეთის მთავრობის სახელით ანა ბირჩალმა ქართველ ხალხს 26 მაისი მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების აქტიური დინამიკა, რაც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივ თანამშრომლობაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ ინტერაქციაში გამოხატება. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა არსებული ურთიერთობების სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმირებების საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. რუმინეთის ვიცე-პრემიერმა, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხების აქტუალურობა ევროკავშირის საბჭოს მომავალი პრეზიდენტობის პირობებში, რომელსაც რუმინეთი 2019 წლის იანვრიდან გადაიბარებს და შეთანხმდნენ აღნიშნულ პერიოდში კოორდინირებულ ქმედებებზე.
პრესსამსახურის ცნობითვე, პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა განიხილეს სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. ინიციატივების ჩამოყალიბებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის თვალსაზრისით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მნიშვნელობა, რომელიც 2018 წლის ივნისშია დაგეგმილი.
შეხვედრის ბოლოს, ანა ბირჩალმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის