logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება როგორც გარე საფრთხეებისაგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება როგორც გარე საფრთხეებისაგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან
16:59 26.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ საქართველომ აირჩია ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა დგას.

კობახიძის თქმით ესენია : ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა.

„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით. ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს, საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს ვიდრე ოდესმე, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.

„ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის წარმატებით დაგვირგვინდება. გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებას და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი.

დიდი ქართველი მოაზროვნეების: შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა კეთილშობილურ იდეებზე მრავალი თაობა გაიზარდა საქართველოში. მათი მემკვიდრეობის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისუფლების წყურვილი, ადამიანის მიმართ პატივისცემა, ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობის კულტურა. სწორედ ამ იდეებისა და ტრადიციების ერთგულებამ განაპირობა, რომ თანამედროვე საქართველომ აირჩია ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა - ანუ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დგას დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცების კვალდაკვალ, დღეს შეგვიძლია ცხადად დავინახოთ განსხვავება მომავლის ორ გზას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერის არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება.

„ერთს მივყავართ თავისუფლებისაკენ, დასავლეთისაკენ, ხოლო მეორე ტოტალიტარულ წარსულში გვაბრუნებს. ყველა ხალხს აქვს უნარი, აირჩიოს პირველი გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მეორე არჩევანი გაიმარჯვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც გარე საფრთხეებისაგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან.

ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით საქართველო შეძლებს შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში - ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებითვე, ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„ჩვენ შევძელით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა გაგვეტარებინა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო, ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, განამტკიცებს თავის ერთგულებას დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისადმი, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის საუკეთესო საფუძველი გახდება“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის