logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
15:00 26.05.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძე შვილებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.

„დღეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა, ევროპული ოჯახი... დღეს თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გამოდგვეცა, ღირსეულად უნდა შევასრულოთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თოთოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის - იყოს სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან ბევრს აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმითვე, 26 მაისს, ევროპელი ლიდერების საქართველოში სტუმრობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველოს მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე, ევროკომისიის, სომხეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს. ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი კი, საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილია: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.

დედაქალაქის გარდა, სამხედრო ტექნიკა გამოფენილია თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან დღეს, 100 წელი შესრულდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის