ხათუნა თოთლაძემ კორუფციის თემაზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებში მიიღო მონაწილეობა
ხათუნა თოთლაძემ კორუფციის თემაზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებში მიიღო მონაწილეობა
22:48 24.05.2018
ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ გაერო-ს კორუფციასთან ბრძოლის კონვენციის (UNCAC) მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაში გამოსვლისას ისაუბრა UNCAC-ის იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და მიესალმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

მან აღნიშნა, რომ კორუფცია აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, კერძოდ, კი - მე-16 მიზნის – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - მიღწევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაღალი დონის დებატების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კორუფციის დაძლევის მიზნით, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევებისშესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარის აქტიურ როლზე.


ბეჭდვა