ეკა ბესელია ავსტრიის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკა ბესელია ავსტრიის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
22:42 24.05.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საპარლამენტო დელეგაციის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიჰაელა შტაინაკერს შეხვდა.



მხარეებმა ერთმანეთს საპარლამენტოს კომიტეტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.



შეხვედრისას საუბარი შეეხო ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის სხვადასხვა მიმართულებებით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებიან.



ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან და საბიუჯეტო კომიტეტების წევრებთან, კონტროლის პალატის დასკვნითი კონტროლისა და ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს, საჯარო სამსახურისა და სპორტის სამინისტროს ეფექტურობის ფედერალური კონტროლის სამსახურისა და ფედერალური კანცლერის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან.



საქართველოს პარლამენტის დელაგაცია ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტს დღეს ასრულებს.​
ბეჭდვა