სოფო კილაძე: ვცდილობთ საქართველოში შრომითი უფლებები გაძლიერდეს
სოფო კილაძე: ვცდილობთ საქართველოში შრომითი უფლებები გაძლიერდეს
22:40 24.05.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წვერი დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

„შრომითი უფლებები ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვცდილობთ, საკანონმდებლო ბაზაზე ვიმუშაოთ იმგვარად, რომ საქართველოში შრომითი უფლებები გაძლიერდეს; ადამიანები არ იღუპებოდნენ, ან არ სახიჩრდებოდნენ სამუშაო ადგილებზე; დასაქმებულებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები. მიმაჩნია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მასთან აღნიშნული მიმართულებით მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, -განაცხადა სოფო კილაძემ.

ბეჭდვა