ნინო გოგუაძე: მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში დაინახა
ნინო გოგუაძე: მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში დაინახა
17:18 24.05.2018
საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ნინო გოგუაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკონტექსტში დაინახა.

მისივე თქმით, თბილისის მერის დღევანდელი განცხადება დედაქალაქის ორი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის ეხმიანება - თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
ამ განცხადებით გოგოუაძე დედაქალაქის მერის დღევანდელ ინიციატივას ეხმიანება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გოგუაძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა მოიცავს ელექტროავტობუსების და ელექტრო მიკროავტობუსების იმპორტიორების და მომწოდებლების გათავისუფლებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. მისი თქმით, ასეთი შეღავათიანი საგადასახადო პირობა მხოლოდ წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ტრანსპორტის განვითარებას ქალაქში.


„ინიციატივა მოიცავს ელექტრო ავტობუსების და ელექტრო მიკროავტობუსების იმპორტიორების და მომწოდებლების გათავისუფლებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ასეთი შეღავათიანი საგადასახადო პირობა მხოლოდ წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ტრანსპორტის განვითარებას ქალაქში.



საბურთალოზე მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ხშირად მიზიარებენ წუხილებს თბილისის ეკოლოგიური გარემოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივა, რომელიც ასე სწორად, ერთ კონტექსტში ხედავს ამ ორ საკითხზე მუშაობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიხარულო იქნება თბილისის მაცხოვრებლებისთვის. ბუნებრივია, საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია და მზად ვართ წარმოდგენილი ინიციატივა დროულად განვიხილოთ“- აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის მერი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ელექტრო ავტობუსების და ელექტრო მიკრო ავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების დამატებითი ღირებულების გადასახადის გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა.

ბეჭდვა