logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს იმ კანონპროექტების მიღებას, რომლებიც ქალების ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული
ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს იმ კანონპროექტების მიღებას, რომლებიც ქალების ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული
15:18 24.05.2018
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მიიღო მონაწილეობა.

ნინო წილოსანი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა და მომავალი თაობის გოგონათა გაძლიერებას, რადგან ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა.
„ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი, რომელიც თქვენთან მინდა გავაჟღერო არის ის, რომ თქვენი ყველაზე დიდი ძალა არის და იქნება განათლება, რომელსაც მიიღებთ. ეს არის ძალა, რომელსაც ვერ დათრგუნავს ვერანაირი სხვა ალტერნატიული ძალა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც აუცილებლად დაფასდება განათლება. ეს იქნება ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ სწორად და სათანადოდ მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება“, - მიმართა მან ახალგაზრდა გოგონებს.


ნინო წილოსანმა ფორუმში მონაწილეებს გენდერული საბჭოს ფუნქციები და მიზნებიც გააცნო. „როგორც გენდერული საბჭოს წევრი, აქტიურად ვარ ჩართული ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებში. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, იყო 2017 წელს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება. ეს არის კონვენცია, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ასპექტია გაწერილი. ამ კონვენციის შესაბამისად, დაახლოებით, 24 კანონში შევიდა ცვლილება, რითაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გამარტივდა“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.


პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკაზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, პოლიტიკაში ქალთა აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე. „უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს იმ კანონპროექტების მიღებას, რომელიც მიმართული იქნება ქალების ინტერესების დასაცავად. დღეს მსოფლიო თანხმდება, რომ გენდერულად ნეიტრალური კანონი არ არსებობს, რადგან ყველა კანონს აქვს კონკრეტული ეფექტი ქალებსა და მამაკაცებზე. შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭოში დაწყებული გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო კანონმდებლობისა და ახლად შემოსული კანონპროექტების გენდერულ ანალიზზე - თუ რა გავლენა და რა ეფექტი ექნება კონკრეტულ კანონს ქალებზე“, -აღნიშნა ნინო წილოსანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის