logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი კონგრესმენ პიტერ როსკამს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი კონგრესმენ პიტერ როსკამს შეხვდა
23:54 22.05.2018
"ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

კონგრესმენებმა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებას, რომლებიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები აშშ-სა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე, რასაც აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს. ხაზი გაესვა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობას ისეთ მსხვილ საკომუნიკაციო პროექტებში, როგორიც არის მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ხელს უწყობს სტაბილურობის განმტკიცებას როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა