logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირ მოსმენამდე ერთი დღით ადრე ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა
სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირ მოსმენამდე ერთი დღით ადრე ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა
23:24 22.05.2018
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა ხვალ, 23 მაისსაა ჩანიშნული. დღეს, 22 მაისს ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს. ქართული დელეგაცია სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს. რუსეთის ფედერაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილი დარღვევები ევროპული სასამართლოს წინაშე დასადგენად საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო პრეცედენტული იქნება, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში კონფლიქტების თვალსაზრისით, რადგან ხელს შეუწყობს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გამყარებას, რომლის ფარგლებში პოლიტიკური ძალისხმევით უნდა მოწესრიგდეს ეს კონფლიქტები.

"ამავე დროს, საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ეფექტურად მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისახელმწიფოების და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერის რეალიზაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტულია. სტრასბურგის სასამართლო პირველად განიხილავს ასეთ ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს"-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

23 მაისის ზეპირ მოსმენაზე სასამართლო განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალიწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგადწარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი. საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება; მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა; ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა; „პასპორტიზაცია“ და უვიზო მიმოსვლის შემოღება; რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება; რუსების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა; რუსული წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვ. საქართველოს პოზიციაა, რომ სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნა არ უნდა გავრცელდეს მოცემულ საქმეზე, რადგან რუსეთის მხრიდან არსებობდა კონვენციის დარღვევებისა და ასეთი ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ე. წ. ადმინისტრაციული პრაქტიკა. რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია. 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით. აგვისტოს ომის საქმეზე საქართველორუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლისუფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს. სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა