logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე “საიას” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე “საიას” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
16:57 22.05.2018
საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.



ზაზა გაბუნია - ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობა მონაწილეობას იღებდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.”



,,საიას“ რეგიონული განვითარების დირექტორმა, მზია გოჩელაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს დეტალური ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ .

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სამიზნე მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესება სოციალურ- ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით. დაგეგმილია გაიცეს ქვეგრანტები ადგილზე რიგი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ყოველივე დაეფუძნება კვლევებს, რომლიც ჩატარებასაც პროექტის ფარგლებში ,,საია“ უახლოეს პერიოდში აპირებს.



,,საიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ტრეინინგები მდგრად განვითარებაზე, საბიუჯეტო დაგეგმარებასა და ასევე ფონდების მოძიებაზე. ,,ვაპირებთ, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. -განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.



აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და თვითმმართველობა. ეს ყოველივე ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას.



,,ვგევმავთ, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების მომზადებას სოციალურ -ეკონომიკური დაცვის მიმართულებით და ამ ჭრილში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან“- განაცხადა ,,საიას“ რეგიონული განვითარების დირექტორმა, მზია გოჩელაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის