logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
23:05 21.05.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში მოისმინა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ და გააცნო საჩივრების სტატისტიკა. მისი განცხადებით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდასთან ერთად იზრდება საჩივრების რაოდენობა და 2017 წელს 283 საჩივარი იქნა განხილული.

თამთა ტეფნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემატიკაზე, რაც სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებს აწუხებთ. მისი განცხადებით, პრობლემური საკითხებია: უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე, მომსახურების პირველადი მიწოდების დაყოვნება, სააბონენტო ნომრის გასხვისება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება, მომსახურების შეწყვეტის კანონიერება, ფასების ზრდა სხვადასხვა მომსახურებაზე და ა.შ.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა განაცხადა 283 საჩივრიდან 271 საჩივარი დაკმაყოფილდა და მხოლოდ 12 შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიების მხრიდან არ დადასტურდა დარღვევა.

თამთა ტეფნაძის ინფორმაციით, სამსახურმა 2017 წელს ანალიტიკური სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით განახორციელა, ესენია: დისტანციური გარიგების შესახებ ცვლილებები, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში, ინტერნეტ მომსახურების ხარისხის კონტროლი, უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის, საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი და დამცველის რეკომენდაცია მობილურ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს და სხვა.

მისივე თქმით, 2017 წელს საზოგადოებრივ დამცველის სამსახურმა კომისიაში წარადგინა რეკომენდაციები, რომლებიც ასახავდა სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხას.

თამთა ტეფნაძემ ყურადღება, ასევე, გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და დასკვნაში სამი რეკომენდაცია ასახა.

კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
პროექტის თანახმად, ის დაწესებულებები, რომლებიც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში განსაზღვრულ ინფორმაციას, დადგენილ ვადაში, არ მიაწვდიან კომპეტენტურ ორგანოს, ჯარიმას გადაიხდიან შემდეგი წესით:

• დარღვევისთვის პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

• თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

• პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი ცვლილების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები.
კანონპროექტის მიზანია შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითებასთან დაკავშირებით კანონისმიერი ვალდებულების შემოღება, ასევე პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
ცვლილების მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეების აღმოფხვრა და ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი ნორმების ცვლილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა განხილული საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“ და თანმდევი პროექტები.
კანონპროექტის მიხედვით იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა, რეგულირდება მისი ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები, და მოვალეობები. კანონპროექტი არეგულირებს სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის, სოციალური გარანტიების საკითხებს. პაკეტით ასევე წესრიგდება ბავშვის გადაცემასთან, შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები. ადმინისტრაციულ სახდელის საკითხები აღმასრულებლის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის. ასევე, განისაზღვრება მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი.
კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში მხარი დაუჭირა კომიტეტის სახელით კანონპროექტების ინიცირებას, რომლებიც შეეხება: „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას, კონტრასიგნაციის თემას, საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსს და უფლებამოსილებებს და ასევე, ორმაგ მოქალაქეობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის