logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოსთან სტრატეგიულიპარტნიორობის ერთგული
მიხეილ ჯანელიძე: დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოსთან სტრატეგიულიპარტნიორობის ერთგული
23:00 21.05.2018
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყომისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდაგმათ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში"-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრისა და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შეფასებისას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პლენარულ სესიაზე, ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იქნა ქარტიის თანამშრომლობის ყველა მიმართულება და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. მისი თმით ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ასევე საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მინისტრის ინფორმაციით შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, ახალ ეტაპზე გადავიდა. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და ძალისხმევა ეკონომიკური რეფორმების გატარების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო -აშშ-ს ეკონომიკურ თანამშრომლობას რომელიც ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს.ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინისტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყნაშია განხორციელებული და იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით რაც ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ამერიკული ბიზნესისთვის, გადაიდგას ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში"-აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით დღეს ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გზავნილები გაისმა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო განსაკუთრებით მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან, კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით"-დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით პლენარულ სესიაზე ასევე საუბარი შეეხო ხალხთაშორის მიმართულებით ურთიერთობებს, განათლების სფეროსა და დემოკრატიის განვითარების კუთხით თანამშრომლობას.

"დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღეს ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელიც მისასალემებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის სახელმწფო მდივანმა მაიკ პომპეომ. სხდომას საქართველოს მხრიდან უძღვებოდა ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიჩელი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა