logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
პარლამენტის პლენარული სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს
პარლამენტის პლენარული სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს
18:18 17.05.2018
პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განხილვით.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განმარტა, კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი რეგულაციის არ ქონა.

„პასუხისმგებლობის მიღმაა დარჩენილი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ლუქის განზრახ დაზიანების შემთხვევა. ასევე, ამავე კოდექსის შესაბამის მუხლში გამორჩენილია რამდენიმე მუხლზე მითითება, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ოქმის შედგენაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია წიაღის ეროვნული სააგენტო“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

მან დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ წარმოდგენილი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციაში ცვლილების შეტანას.

„გვინდა, რომ რამდენიმე სიტყვა შევცვალოთ, კერძოდ, ნაცვლად წიაღის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირებადი სფეროსი, გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით სფეროში ლუქის განზრახ დაზიანებას, რადგან ეს უფრო ზუსტად ასახავს იმ მიზანს, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ირმა ქავთარაძის განცხადებით, კანონპროექტის შემდეგ ნაწილში ხდება ჩამატება, სადაც ჩამოთვლილია ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელთა შესახებაც ოქმებს წიაღის ეროვნული სააგენტო შეადგენს.

დაჩქარებული წესით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა გუშინ პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განხილულ 30-ზე მეტ კანონპროექტსა და რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტებს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს, კერძოდ:

• პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და 100 ლარის ნაცვლად დგინდება ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმის ფარგლები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის.

• 81 დეპუტატმა მხარის დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას 30,7 მლნ. აშშ. დოლარიდან 42,8 მლნ. აშშ. დოლარამდე, საგრანტო ოდენობის გაზრდას დაახლოებით 27,9 მლნ. აშშ დოლარამდე და შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობის ზრდას დაახლოებით 9,3 მლნ. აშშ. დოლარამდე.

• 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი პარლამენტის დადგენილების პროექტს „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების თაობაზე. დოკუენტი ითვალისწინებს USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის შესაძლებლობის ზრდას 5,2 მლნ. აშშ. დოლარიდან 11,6 მლნ. აშშ. დოლარამდე, გრანტის ოდენობის ზრდას დაახლოებით 3,4 მლნ. აშშ დოლარამდე და შესაბამისად საქართველოს თანამონაწილეობის ზრდას დაახლოებით 1,1 მლნ. აშშ. დოლარამდე.

• პარლამენტმა 78 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

• 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის შესაბამისად განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, კერძოდ მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, პლენარულმა სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყო.

კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
შემოთავაზებული კანონპროექტით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შედეგადაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა–ნაგებობებთან მიმართებაში და, შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობა, კანონმდებლობის შესაბამისად, პროპორციული იქნება მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით.

კანონპროექტის მიხედვით დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: თითოეული კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარს.

კანონში შესატანი კიდევ ერთი ცვლილებით, დარეგულირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ახალ ასაშენებელ ობიექტს წარმოადგენს ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ან/და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის ფართობი და დადგინდება მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი როგორც ხაზობრივი ნაგებობებისათვის, აგრეთვე, ისეთი შენობა–ნაგებობებისთვის, რომლებსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განაპირობა მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშების წესში ცვლილების განხორციელების აუცილებელმა საჭიროებამ. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იყო ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობზე, რაც უმრავლეს შემთხვევებში განაპირობებდა ერთი და იგივე ფართობზე სხვადასხვა კლასის შენობა–ნაგებობათა მშენებლობისათვის მოსაკრებლის ერთი და იგივე ოდენობის განსაზღვრას, რაც თავის მხრივ უსამართლო იყო.

გარდა ამისა, მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ახალ ასაშენებელ ობიექტს წარმოადგენს ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ან/და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის ფართობი, მათ შორის, ხაზობრივ ნაგებობებს. აღნიშნული კი პრობლემებს ქმნის ნებართვის გამცემი ორგანოების მიერ მოსაკრებლის გაანგარიშების პროცესში.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშების წესის შეცვლა სამართლიანი მიდგომის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს, მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებას კანონმდებლობის შესაბამისად და მოსაკრებლის ოდენობის პროპორციაში მოყვანას.

პლენარულმა სხდომამ პირველი მომსნენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით გაიზრდება საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით სამინისტროსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობა.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს“.

გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, არსებულ რედაქციას ემატება ახალი ფრაზა - კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ხელს შეუწყობს კანონპროეტის მიზნის მიღწევას. მოქმედი რედაქციის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ეს კი, გეოგრაფიული არეალის დაფარვის თვალსაზრისით ქმნის გარკვეულ დამაბრკოლებელ გარემოებებს სამინისტროს მომსახურებაზე წვდომის მიმართულებით.

ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და იუსტიციის სახლთან, რათა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით მოხდენს დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებების მიღება შემდგომში სამინისტროში გადმოგზავნის მიზნით. ამ მომსახურების გაწევისათვის დევნილები არ გადაიხდიან რაიმე მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნა განხილული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ წარმოადგინა. ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე, ასევე პირველი მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა).

პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.

შესვენების შემდეგ, პლენარულმა სხდომამ, დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პარლამენტის წევრებმა, ასევე კენჭი უყარეს დღის პირველ ნახევარში განხილულ კანონპროექტებს.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტი პირველი მოსმენით, 75 ხმით იქნა მიღებული, ხოლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით, 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პლენარულმა სხდომამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ პირველი მოსმენით წარმოდგენილ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს და საბიუჯეტო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს. დეპუტატებმა, ასევე მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ წარმოადგენილ პარლამენტის დადგენილების პროექტს „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.

როგორც პლენარული სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ხვალ, 18 მაისს ბიუროს სხდომა 12:45 წუთზე, ხოლო პლენარული სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი გახარიას მოსმენა დაიწყება 15:00 საათზე, ნაცვლად 16:00 საათისა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის