logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით დონდუა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის (PCCE) მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა
დავით დონდუა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის (PCCE) მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა
20:23 16.05.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის (PCCE) მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.

პლატფორმა 2001 წელს დაარსდა და ითვალისწინებს სახალხო და კულტურის დიპლომატიის ფარგლებში ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის პოლონეთის და სლოვაკეთის თანამშრომლობას, არაფორმალური დიალოგის მეშვეობით კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისებას, ორმხრივი და მრავალმხრივი კულტურული პროექტების განხორციელებას.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ კულტურული დიპლომატიის საშუალებით ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სახალხო დიპლომატიისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს და ამ მიმართულებით ცენტრალური ევროპის კულტურის პლატფორმის მონაწილე ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

მინისტრის მოადგილე მიესალმა საქართველოს დედაქალაქში პლატფორმის მიერ ინიცირებული პროექტის - თბილისის ციფრული ექსპო-ს ჩატარებას და ხაზი გაუსვა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე პლატფორმის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია და გამოთქვეს საქართველოსთან სახალხო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა