logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
მიხეილ ყაველაშვილი: სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის სტრატეგიების შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია
მიხეილ ყაველაშვილი: სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის სტრატეგიების შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია
18:05 16.05.2018
საქართველოს პარლამენტისა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიების შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ყაველიშვილის თქმით, მთავრობის მიერ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მთავარ პრიორიტეტად დასახელება მისასალმებელია.



„მინდა გამოვეხმაურო, გუშინდელ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან.

მოხარული ვარ, მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ხდება უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე დიდი ხანია ამ მიზნით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ექსპერტთან და ადგილობრივ სპეციალისტთან ერთად. ჩვენ უკვე მივიღეთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო სტრატეგია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიების შესაქმნელად.

მე, როგორც ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებული მასობრივი სპორტი არის ამ ორივე დარგის ქვაკუთხედი, რომლის სისტემაში მოქცევა ქვეყანას მოუტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, როგორც პირდაპირ სპორტული მიღწევების მხრივ, ისე სხვა მიმართულებებითაც, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კრიმინოგენული სიტუაცია, სპორტული ტურიზმი, ეკონომიკა და განსაკუთრებით ქვეყნის უსაფრთხოება.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ჯერ კიდევ კომიტეტის სამუშაო პროცესში გამოიკვეთა და რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობის მინიმუმ ორჯერ გაზრდას. ჩვენი გუნდის ერთერთი ამოცანაა, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსები, რომლებიც ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და რომელთა მართვის სტრატეგია იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი. ასევე უმნიშვნელოვანესია, სასკოლო სპორტის რეფორმირება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამები სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, მთავრობის შესაბამისი უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების და რაც მთავარია, საზოგადოების ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდ წინსვლას ამ მიმართულებებით, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაში“- განაცხადა ყაველაშვილმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის