მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად
მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად
17:26 16.05.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქალაქის განვითარებაზე წელს 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.
მისივე თქმით, კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰ. მიწა გამოეყოფათ.
„წელს დედაქალაქში 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, რაც თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ქალაქის განვითარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰ. მიწა გამოეყოფათ; საკუთრება დაუკანონდებათ ე.წ. უკანონოდ დასახლებულ ოჯახებს. ვიცით, რომ ეს საკითხები უკვე გადაუჭრელ პრობლემებში მოიხსენიებოდა.

ასეთი სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. ამიტომ მსგავს პროექტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება“- განაცხადა მდინარაძემ.





ბეჭდვა