logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის შედეგები შეაჯამა
ირაკლი კობახიძემ PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის შედეგები შეაჯამა
17:13 16.05.2018
„ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სტამბულში განუცხადა, სადაც PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღო მონაწილეობა.



ირაკლი კობახიძის შეფასებით, პლენარული სხდომის ფორმატში, რომელსაც სპიკერები და 12 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინტერესო დისკუსია შედგა.

„ჩვენ ვესწრებით ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფუძნებიდან 25 წლისთავს. გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა და დისკუსია პლენარული სხდომის ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ სპიკერები და მაღალი დონის წარმომადგენლები 12 ქვეყნიდან. ამ განხილვაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს რეგიონის ქვეყნებს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში დამატებითი წვლილის შესატანად.

„ჩვენ დღევანდელ ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. ეს შეხვედრები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა