logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველს შეხვდა
ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველს შეხვდა
16:15 16.05.2018
სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა, რეფორმის პროცესში იუნისეფის ჩართულობა და ამ მიმართულებით სამომავლო აქტივობები იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის განათლების რეგიონალურ მრჩეველთან, პარმოსივი სოობრაიანთან შეხვედრის მთავარი თემა.



მხარეებმა, ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე.



გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების რეგიონალურმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველო სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის იმპლემენტაციის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.



„ოთხწლიანი რეფორმის იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც 2016 წელს იუნისეფთან და მთავრობასთან ერთად მივიღეთ, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროცესში იუნისეფის მხარდაჭერაზე და დაგეგმილ აქტივობებზე. ეს არის ავტორიზაციის დასრულებამდე საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება რეფორმისთვის, რაც გულისხმობს პედაგოგების და აღმზრდელების სტანდარტების გაზრდას და მათ გადამზადებას, ასევე, რეფორმისთვის სამოქმედო გეგმის მომზადებას მუნიციპალიტეტების მხრიდან, რომელიც პერიოდულად ეგზავნება მონიტორინგის საბჭოს. ამ საბჭოში გვყავს სამინისტროების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ექსპერტები და იუნისეფი. საბჭოში ხდება ანალიზი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. იგეგმება, ასევე აქტივები, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას კანონმდებლობის დახვეწის კუთხით“- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.



როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარმოსივი სოობრაიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის იმპლემენტაციის პროცესს.



„სტუმრისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ. მან თქვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი ამ რეფორმის განხორციელების გზაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის მრჩეველმა გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება და აღფრთოვანება იმით, რომ იმპლემენტაციის პროცესს ესოდენ დიდი ყურადღება ეთმობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მომავალშიც გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
Pleas creat article