logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში  მონაწილეობას მიიღებს
ირაკლი კობახიძე პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობას მიიღებს
15:32 15.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 15-16 მაისს სტამბულში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABშEჩ) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირებაში პარლამენტების როლზე ისაუბრებს.

სამიტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე გრამოზ რუჩი და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ისმაილ კახრამანი მიმართავენ.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვთან, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ისმაილ კარამანთან, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლაოს ვოტსისთან და ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე გრამოზ რუჩისთან გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, BშEჩ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების სპიკერები, PABშEჩ-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა