თბილისში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ლექცია გაიმართება
თბილისში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ლექცია გაიმართება
23:03 14.05.2018
საქართველოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სტავროს ლამბრინიდისი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. ვიზიტი დაგეგმილია ინიციატივა „Good Human Rights Stories”-ის (GHRS) მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური გამოცდილების გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში მომზადდა 15 ქვეყნისაგან შემდგარი სია, რომელიც შედგება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნებისაგან. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხსენებულ სიაში მოხვდა.

ამასთანავე, 15 მაისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართება სპეციალური წარმომადგენლის საჯარო ლექცია თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვა ცვალებად სამყაროში: ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“.

ბეჭდვა