logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ანგარიში მოისმინეს
22:57 14.05.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩიქოვანმა წარმოდგენილ მოხსენებაში ასოცირების შეთანხმებისა და მისგან გამომდინარე დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ისაუბრა. ასევე წარმოადგინა ანგარიში ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.



მისი განცხადებით, სამინისტრომ შეისწავლა გარემოებები, რომელიც გავლენას ახდენს კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის შექმნაზე და მომზადებული ანალიზის საფუძველზე დაიწყო მუშობა საქართველოს ენერგეტიკულ სამართალზე. მომხსენებელმა ისაუბრა იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.



მომხსენებელმა ასევე უპასუხა დეპუტატებისა და დარგის სპეციალისტთა შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების დაცვის, განახლებადი ენერგიის ათვისების პერსპექტივებს, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ჩატარების და სხვა აქტუალურ საკითხებს.



ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში გაერთიანებულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირინე მილორავამ წარმოადგინა და მოხსენების ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად დეპუტატები დამატებით შეხვედრის დანიშვნის შესახებ შეთანხმდნენ.



გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოსმენილი ანგარიშები დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს. აღინიშნა, რომ რეკომენდაციებს კომიტეტები მომხსენებლებს წერილობით მიაწვდიან.

ერთობლივი საკითხის ამოწურვის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.



დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა განიხილეს.



საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარმოადგინა. საკითხი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მომხსენებელმა დეპუტატებს წარმოდგენილი ცვლილების არსი გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებით „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ლუქის დაზიანების შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 3500 ლარით. როგორც მომხსენებელმა განმარტა აქამდე შესაბამისი რეგულაცია არ არსებობდა. ასევე, კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილების გათვალისწინებით, წიაღის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება „წიაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულების და წიაღით სარგებლობის კონტროლს. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.



საკითხის ამოწურვის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დარბაზი დატოვა და მუშაობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განაგრძო.



ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომიტეტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარმოუდგინა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროში მიწოდებისა და მოხმარების შესახებ ინფორმაცია. მომხსენებელმა ისაუბრა სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ჯერ კიდევ არსებული პრობლემების შესახებ.

მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროს ძირითად მოვლენებსა და ტენდენციებზე. მისი თქმით, 2017 წელს კომისიამ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელი საბჭოს (CEER) დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა. კომისია გახდა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ქსელის (WAREG) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით 2017 წელს ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30-ზე გადაინაცვლა.



კომიტეტმა დღეს კიდევ ერთი ანგარიში მოისმინა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, სალომე ვარდიაშვილმა კანონმდებლებს 2017 წელს მომხმარებელთა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობის ანგარიში გაცნო და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. ასევე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.



როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მიმდინარე წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურს 15 წელი უსრულდება, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2018 წლის შემოდგომაზე მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.



კომიტეტმა მოსმენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის