logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრებს შეხვდა
14:03 14.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართა შეხვედრა.



მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.



მათი შეფასებით, ქვეყნებს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რასაც ადასტურებს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობები და წარმატებული პროექტები ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. მათივე განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. მხარეების შეფასებით, დიდი პოტენციალი ასევე არსებობს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების მეტად განსავითარებლად.



საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო გამოწვევები და ამოცანები აქვს, რაც, მხარეების თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიზნების მისაღწევად ერთად დგომის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძისა და მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრთა განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად უნდა იზრუნონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს- საქართველო, ხოლო 28 მაისს - აზერბაიჯანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავს იზეიმებენ. მხარეებმა ყურადღება ორი ერის ისტორიულ მეგობრობასა და საერთო მიზნებზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის