logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პრემიერი: ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფოს გაცილებით მკაცრი პოზიცია ექნება, ვიდრე მომხმარებლების მიმართ
პრემიერი: ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფოს გაცილებით მკაცრი პოზიცია ექნება, ვიდრე მომხმარებლების მიმართ
21:53 13.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, დილიდან, ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ.

გუშინ საღამოსვე, კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას - ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთი მხრივ - ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური - მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. პირადად მე ვარ იმის გარანტი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის. ის, რომ ადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზეც დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად!"-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის