logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით ჩვენი პარტია განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს
გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით ჩვენი პარტია განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს
17:58 11.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს "ქართული ოცნება" განახლებული ენერგიით შეეჭიდება.

"ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს"-აღნიშნა პრემიერმა.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევაა.

"არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მივიჩნევ. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ერთდროულად შესაძლებლობებისა და გამოწვევის რეგიონი. ამიტომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ის უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და იმავდროულად, ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს რეგიონში. 
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგზე. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავიდა. უპრეცედენტოდ დინამიკურად ვითარდება ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ. ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებითაც უნდა აღმოიფხვრას დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული უთანაბრობა. ამას ისახავს მიზნად აგრეთვე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, საბაზრო ეკონომიკას მორგებული, თანამედროვე ცოდნით მოქალაქეების აღჭურვა და, რა თქმა უნდა, მოქნილი მმართველობის სისტემა. სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა ჩვენმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მეტი ძალისხმევა და მეტი ტემპი გვჭირდება, რათა უფრო სწრაფად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც უმუშევრობა ჰქვია.

სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა  სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაა. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და ეს არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომაც, ჩემი მოტივაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ჯანსაღი, ხელსაყრელი და კონკურენტული, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რომ დამწყები ბიზნესი იყოს წახალისებული და ახალგაზრდებში ამაღლდეს სამეწარმეო სულისკვეთება.  მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით დავძლევთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას.

დღეს ყრილობა ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის