სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
16:26 11.05.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო. აღინიშნა, რომ ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირები სულ უფრო მჭიდრო ხდება და წევრობასაც უფრო რეალურს ხდის ყველა იმ არსებული ინსტრუმენტის გათვალისწინებით, რაც საქართველოს უკვე აქვს.
სოფიო ქაცარავამ ევროპარლამენტის წევრებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე, რომელიც ევროპარლამენტმა რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლისთავთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების მნიშვნელობა მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებისა და პროცესში ჩართვის შესაძლებლობის კუთხით.
„მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი სწორედ ევროპის დღეებს დაემთხვა, რაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს უფრო ნათელს ხდის. ევროკავშირის წევრობა საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს და მოქალაქეებისა და ხელისუფლების კონსოლიდირებულ სწრაფვას წარმოადგენს, რაც ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფას, მაღალი სტანდარტის განათლების ხელმისაწვდომობას და ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ბეჭდვა