logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
10:49 11.05.2018
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

თამარ ხულორდავამ ევროკავშირის შექმნის ისტორია მიმოიხილა და იმ ღირებულებებზე და მიზნებზე ისაუბრა, რის გარშემოც გაერთიანდნენ ევროპის ქვეყნები.

„ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც ადამიანებს აძლევს განვითარების შესაძლებლობებს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა და ქვეყნებს შორის არსებობდეს საერთო ეკონომიკური ინტერესები. საქართველოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და სურვილი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ დიპლომატიური, გონივრული ნაბიჯებით მივდივართ წინ. გვსურს უფრო რეალისტური გავხადოთ ჩვენი ამბიცია და საბოლოოდ, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი მიზანია არა უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ამ ღირებულებების გაზიარება და იმ სტანდარტების დანერგვა, რომელსაც აწესებს ევროპა. ევროკავშირს აქვს ცხოვრების ის სტანდარტი, რომელიც გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრისას.

მან ახალგაზრდებს ევროპის დღე მიულოცა, რომელიც 9 მაისს აღინიშნა.

„ეს არის მშვიდობის იდეის ირგვლივ გაერთიანების დღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღის აღნიშვნის შესაძლებობა გვეძლევა ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„ვიზალიბერალიზაცია არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ამ გზაზე, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ევროკავშირთან დაახლოების ძალიან კარგი ტენდენცია. გავხდით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით ევროკავშირში ინტეგრაციის განხორციელებისთვის. ასევე, წინსვლა გვაქვს სამართალდაცვით სფეროში, ევროპოლთან გაფორმდა სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც სამართალდაცვითი თანამშრომლობის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, არის დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა ევროკავშირთან.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს შეთანხმება იძლევა.

თამარ ხულორდავამ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს გაცხადებულ სურვილზე - ევროკავშირში საქართელოს გაწევრიანების შესახებ და მის პერსპექტივებზე, ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და სხვადასხვა მიმართულებით ჯერ კიდევ განსახორციელებელ რეფორმებზე.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. საქართველო პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თქვენი ქვეყანა არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. თუმცა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელთა დასაძლევად დიდი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ.

„თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საშუალება, რომ ქვეყანაში მოახდინოთ ის ძირეული ცვლილებები, რომლითაც მოსახლეობას ექნება უკეთესი განვითარების საშუალება. ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, უნდა გაგრძელდეს და ამ ძალისხმევით თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ევროპარლამენტში ახლახან შექმნილი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კლერ მუდიმ.

ევროპარლამენტში სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მიხეილ გალერმა ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საკანსტიტუციო რეფორმა აღნიშნა.

„რაც შეეხება გაფართოების პერსპექტივებს - საქართველო, არის ყველაზე ამბიციური გგმების მქონე ქვეყანა. მართალია, საქართველოს ოფიციალურად ჯერ არ აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეები უკვე უნდა ემზადონ ამისთვის, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ყველაფრის საფუძველზე თქვენ იქნებით წარმატებული და იმდენად მიმზიდველი, რომ ჩვენ უარს უბრალოდ ვერ გეტყვით“, - განაცხადა მიხეილ გალერმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ბრექსიტს, ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრების პერსპექტივებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რაზეც ქართველი და ევროპელი კანონმდებლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის