logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ისრაელის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
მიხეილ ჯანელიძე ისრაელის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
10:08 11.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

მიხეილ ჯანელიძემ ებრაელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დღითიდღე მყარდება. „ამ მეგობრობის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა ის, რომ 28 მარტს საქართველომ აღიარა ებრაელებისა და ქართველების მეგობრობა, როგორც არამატერიალური კულტურული ფასეულობა. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ მოთხოვნა იუნესკოში, რათა ამ მეგობრობამ საერთაშორისო აღიარება მიიღოს“ - განაცხადა ჯანელიძემ.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ისრაელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება გაერთიანდეს და, „რთული გამოწვევების მიუხედავად, შესძლოს სამაგალითო სახელმწიფოს აშენება სულ მოკლე პერიოდში - 70 წლის განმავლობაში“.
„რაც გამოარჩევს ისრაელის სახელმწიფოს, ეს არის დემოკრატია, ეს არის სიახლისკენ სწრაფვა და, რა თქმა უნდა, გამორჩეული პატრიოტიზმი“ - დასძინა მინისტრმა.



მიხეილ ჯანელიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა. მან ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის მინისტრებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც, მისი თქმით, „იწყება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის შესწავლა“.


მიხეილ ჯანელიძის თქმით, საერთო ღირებულებებზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მყარ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარებისათვის და საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ ჯანდაცვის სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას ემსახურება.


ისრაელის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის