logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პრემიერი: საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში
პრემიერი: საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში
18:18 10.05.2018
„იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხი მთლიანად სახელისუფლებო გუნდის გადასაწყვეტია და აღნიშნული ცვლილებები კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია იქნება.

„რამდენიმე დღის წინ განვიხილე საკითხი იუსტიციის მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და გახლავთ მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და, პარალელურად, ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან და აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად 6 წლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. 12 წლამდე გაიზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადაც, რომლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, არსებული კანონმდებლობით, 6 წელია.

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. ახლა მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა ასევე 6 წელია. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მოკლე ვადაში მომზადებისთვის.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განიხილება 35 000 $-იანი ზღვრის აწევის საკითხი უძრავ ქონებაზე, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად არის აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს საინვესტიციო ზღვრის გადასინჯვაზეც.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია - ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის და რა თქმა უნდა, ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა ამას ხელს უწყობს. ჩვენ, ამ თვალსაზრისით, დავრჩებით ღია ქვეყნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინოვაციური და მახინჯი მექანიზმების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლონ, პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ, გაიხანგრძლივონ ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნა, მოითხოვონ ის, რაც მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ და ა.შ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი, იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობა, შემდეგში უკვე პარლამენტში გაგრძელდება,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის