logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პარლამენტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში შეხვედრას უმასპინძლა
პარლამენტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში შეხვედრას უმასპინძლა
17:25 10.05.2018
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგად გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 12,4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 15%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა, - აღნიშნულ სტატისტიკური მონაცემი დღეს, პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე: „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: შედეგები და განვითარების პერსპექტივები“ იქნა წარმოდგენილი.



ღონისძიება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ერთობლივი ორგანიზებით გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტი - „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად’’.



ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.



„ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ღონისძიების გამართა, სწორედ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში. ერთი მხრივ, ეს არის თანხვედრა ამ კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების შინაარსთან და მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი ძალიან მაღალი ინტერესი, რომლიც გულისხმობს მიღებული და დაწყებული რეფორმების პროცესში დაკვირვებას და რეფორმების შედეგების გაანალიზებას. ამიტომ, რეფორმა, რომელიც 2017 წელს ჩვენ ერთად განვახორციელეთ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად შეიცვალოს ის სტატისტიკა და ის სურათი, რომელიც საკმაოდ მძიმე გარემოს ქმნიდა“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველი მონაცემების საფუძველზე, რეფორმის შედეგად უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა იქნა დაცული.



„ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი გარდაცვალების ფაქტი არ გვქონდეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და უსაფრთხო იყოს ის სივრცე, სადაც ჩვენი მოქალაქეები მოძრაობენ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში დაინერგა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ სტანდარტები, კერძოდ: ქულათა სისტემა, ე.წ. ჭკვიანი კამერები და უკონტაქტო პატრულირება.



„ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, საჭიროებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა ადამიანის ძალისხმევის და შესაძლებლობების გაერთიანებას იმისათვის, რომ ნაკლები იყოს დარღვევა და უფრო მეტად უსაფრთხო იყოს გარემო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.



მისი განცხადებით, ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამეტმა, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, რომელიც გახდა ერთგვარი გარდატეხის წერტილი ბოლო ათი წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ტენდენციის.

„საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა. როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს და ეს მხარდაჭერა ნამდვილად იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, 12,4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, 15%-ით შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა დ 11%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მან, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო რეფორმაში და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე.



„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა ის რეფორმაა, რომელიც გამოდგება კიდევ ერთ კარგ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ, ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორმა ერთდ მიიღონ გადაწყვეტილებები, ერთად დაამუშაონ რეფორმა და ერთად აიღონ პასუხიმგებლობა იმ გამოწვევებზე და იმ მიღწევებზეც, რომელიც მათ გადაწყვეტილებებს მოჰყვება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს თანამედროვე ინოვაციების პრაქტიკაში თამამად დანერგვა.



შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ ჩართული საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ორგანიზებასა და მომზადების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ქალბატონ ეკა ბესელიას და ბატონ არჩილ თალაკვაძეს ამ რეფორმის ლიდერობისთვის მისი საწყისი ეტაპიდანვე. მომავალშიც თქვენი ჩართულობის და აქტიურობის იმედი გავქვს“,-განაცხადა ნათია კაციაშვილმა.



საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგების ანგარიში, შეხვედრის მონაწილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობისა და პრობლემატიკის შესახე, ასევე 2017 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე და 2018 წლის სამოქმედო გეგმაზე.

ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ 2011 წლის შემდეგ, 2017 წელს პირველად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკის მზარდი ტენდენცია შემცირდა სამივე მახასიათებლის მიხედვით, კერძოდ: შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ასევე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 100 ათას მოსახლეზე დაშავებულთა მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია.



შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე.



ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა ისაუბრა, ხოლო საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება შეაფასა და შესაბამის რეკომენდაციები ღონისძიების მონაწილეებს გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ გააცნო.



პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე, დარგის ექსპერტებმა.



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ დიალოგის ფარგლებში რეფორმის პირველი შედეგები დაფიქსირებულიყო.



„რამდენადაც ამ რეფორმის მხარდაჭერის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო წამყვანი კომიტეტი, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ დავაკვირდეთ რეფორმის შედეგებს. სწორი ანალიზი კანონმდებლისთვის არის ყველაზე დიდი დახმარება იმისთვის, რომ მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრის შედეგად რამდენიმე კონკრეტული შედეგი გამოიკვეთა. კერძოდ, შედგა საუბარი რეფორმის შედეგებზე და დიალოგის შედეგად ყველა შეთანხმდა, რომ საპატრულო პოლიციას ვერ დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა, რადგან მისი რესურსი არ არის შეუზღუდავი. „ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მეტი სოციალური და მედია-კამპანია, ასევე, სამოქალაქო კულტურის უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვა იმისთვის, რომ ყველა მიეჩვიოს წესების დაცვას“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.



შეხვედრის შეჯამებისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადეს, რომ დაიწყება ახალ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც საბავშვო სავარძლების გამოყენების რეგულაციებს ეხება.



„ვინაიდან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბავშვო სამგზავრო სავარძლების თემა იყო, გთავაზობთ მომდევნო დიალოგი, სწორედ ამ საკითხზე მოეწყოს. ეს იყო იმპულსი ჩვენთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით იყოს ეს თემა, მაგრამ ამ ცვლილებებს აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს კარგი ანალიზი, რომელიც თქვენი აქტიური ჩართულობით მომზადდება. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ ცვლილებებზე მუშაობას. გთავაზობთ, რომ კომიტეტის სახელით ამ სამუშაო პროცესზე გადავერთოთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის