logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა
17:20 10.05.2018
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.



ექსპოზიცია საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში მოღვაწე პირებს, საქართველოს პირველ ელჩებს და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე უცხოელ პოლიტიკოსებს ეძღვნება.



„აღნიშნული გამოფენა ემსახურება ქართული დიპლომატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოგეხსენებათ, რომ 1918 წელს ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ დიპლომატიას. მაშინ, რა თქმა უნდა ჩვენი რესურსები იყო მწირი, მაგრამ ჩვენი დიპლომატები ყველაფერს აკეთებდნენ, იმისათვის, რომ საქართველოს ახლადშექმნილ დემოკრატიულ რესპუბლიკას თავი დაემკვიდრებინა საერთაშორისო მასშტაბით, უზრუნველეყოთ სახელმწიფოში მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლა, ასევე ჩვენი სახელის და ჩვენი პოზიციების ინტერესების გატანა ქვეყნის გარეთ. მათ ამ მოკლე ვადაში შეძლეს წარმოუდგენელი და ეს ასახულია ძალიან ბევრ შესაბამის დოკუმენტში, აღიარებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესულობა, დემოკრატიულობა, შესაბამისობა საუკეთესო დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს ჩვენი დიპლომატებისთვის იყო ერთ ერთი ძალიან მნიშვნელობანი ინსტრუმენტი, რომელსაც ისინი წარმატებით იყენებდნენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ტრადიციებზე დაფუძნებით, ქართული დიპლომატია მომავალშიც გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესის შესაბამისად.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ირემაძემ.



გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის თანაორგანიზებით გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.



აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორისაა საგარეო უწყების და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის