logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ევროპაში უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, ამიტომ მის შესანარჩუნებლად ყველამ უნდა იზრუნოს
არჩილ თალაკვაძე: ევროპაში უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, ამიტომ მის შესანარჩუნებლად ყველამ უნდა იზრუნოს
17:52 08.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, გამშვებ პუნქტებზე ქართველ მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი და ვერ ასაბუთებს სად მიდის და როდის ბრუნდება.
მისივე თქმით, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება.

„პირველ რიგში, სანამ განხილვა დაიწყება, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს კანონში.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები.

ასევე, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ ტრეფიკინგის რისკებსაც შეიცავს.

აღნიშნული მექანიზმები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უხდებათ. ამიტომაც, უზენაესი კანონის რანგში ავიყვანეთ სახელმწიფოს ვალდებულება იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ჩანაწერი პირველად 2018 წელს იქცა კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად.

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ზიანის მომტანია როგორც ამ წესების დამრღვევი პირების, ასევე ჩვენი ქვეყნის, მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე“- განაცხადა თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის